პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის შესახებ ერთ გადაცემას შევავლე თვალი …
ალბათ, გუშინ ათობით ათასმა სიღარიბისთვის, გაჭირვებისთვის, უიმედობისთვის განწირულმა, თვითგადარჩენისთვის უსასტიკეს ბრძოლაში ჩართულმა ადამიანმა უყურა ტელევიზიით შუა ზამთარში გარუჯული, ნაპატივები მომღერლისა და ყველა მთავრობის პირობებში ზედაპირზე მოტივტივე მსხვილი მესაკუთრის წუწუნს იმის თაობაზე, თუ როგორ უჭირთ და როგორ ამოწყდებიან შიმშილით.
მესმის, რომ ყველანი მძიმე დღეში ვართ. მესმის, რომ კეთილსაიმედო პოლიტიკური კლასის ხელში არ ვართ… უბრალოდ, შენზე ათასჯერ მეტად სხვას რომ უჭირს, ცოტა ხმადაბლა და თავშეკავებულად უნდა მოთქვამდე.”
კომენტარები