სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი პაპის, იოსებ გოგაშვილის ძმის ნიკა გოგაშვილის სიკვდილის შესახებ პირველად მაჩხაანში წერილი მოვიდა ჩეფოაანებში. ფიფო მოსულიშვილმა თავის ცოლს გამოუგზავნა სამკუთხედი წერილი, სადაც იმის შემდეგ,რომ მოიკითხა თავისი ოჯახი, სწერს: დედაკაცო, ძალიან მძიმე დღეები გვაქვს ქართველებს ქერჩში, ნაცები გვიტევენ და ვდგავართ მყარად, ვიბრძვით სისხლის ბოლო წვეთამდე, გვიჭირს, მაგრამ არ ვნებდებით. ბევრი ვაჟკაცი ყმაწვილი ჩაგვიხოცეს აქ,მე ჯერ კარგად ვარ დედაკაცო, არაფერი მიჭირს, მაგრამ ჩვენი ნიკა გოგაშვილი მამიკლეს “ნემცებმა”. შუბლში მაარტყეი ტყვია და სული ჩემ ხელში დალია. გააგებინეთ გოგაანებ,რომ ნიკა გმირულარ დეეცა ქერჩში!!!
ჩემმა სოფელმა
დაკარგა 495 ბიჭი და შეიძინა 495 გმირი.
გილოცავთ მაჩხაანელებო და მირზაანელებო გამარჯვების დღეს”
კომენტარები