„თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), უჩანეიშვილის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თორნიკე ერისთავის, ცოტნე დადიანის, იფნევის, კვერნაულის, ჭყონდიდელის, მოლითის, რაფიელ ერისთავის, ვაზიანის, გოგაშენის, დვირის,ზვარეთის, არალეთის, მექანიზაციის, ბჟოლეთის, ედისის, ჟველაურის, ახალდაბის და ვახტანგ მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, ბაბილოძის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის, კვაჭანტირაძის, ვალერი უტიაშვილის, შალვა მშველიძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, პეტრე იბერის და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
კომენტარები