ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ნათელაშვილი დაიბოღმა, რაგბისტებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე რატომ მიულოცესო და, – დაიწყო მათი ლანძღვა: კუნთიანი, სულამოცლილი ჩემპიონები არ გვინდაო.
ფონდმა “ქართუმ” წლების განმავლობაში თითქმის 200 მილიონი ლარი დახარჯა რაგბის განვითარებისთვის!
200 მილიონი!
ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურა და ათასობით ახალგაზრდისთვის ვარჯიშის შესაძლებლობა:
აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. მათ შორის, თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელოარენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი. რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა მოეწყო ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.
და ამ ხალხმა, რაგბისტებმა, დაბადების დღის მილოცვით გამოხატეს მადლიერება!
ამისთვის უნდა გალანძღო ადამიანები, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ?!
ხალხი მადლიერების გამოხატვისთვის უნდა გალანძღო?!
აი, შურიან და ფულის წუწკ ნათელაშვილს რატომ უნდა მიულოცოს ხალხმა, – ბაზალეთში სასახლის აშენებისთვის?!
თუ 8500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დასაკუთრებისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები?!”
კომენტარები