გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, მუსიკოსი გოგა ხაჩიძე:
,,ივანიშვილი, ბრონირებული შუშებით 2012 წელსაც გამოდიოდა შეხვედრებზე.
ამჯერად სიახლე, შუშის გაგრძელებაზე დამაგრებული ლითონის დამცავი ბადეები იყო, სავარაუდოდ fpv დრონისგან თავდასაცავად.
გასაგები ამბავია, ბ-ნი ბიძინა რომ ხარ, ამ ეპოქაში, როგორ გინდა დრონის არ გეშინოდეს, მაგრამ დრონის შიში ისეთია, ერთი თუ შემოგიძვრა, ეგ ბადე დიდად ვერ დაგაიმედებს, ასე რომ წინ საინტერესო ტურნე გველის, ბ-ნი ბიძინას არნახული მამაცობის ტურნე”
კომენტარები