მოსამართლე, რომელიც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ მაია სვიანაძეა.
მაია სვიანაძე 1995 წლიდან მუშაობს სასამართლო სისტემაში, 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მისი გათავისუფლების შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა მისი ამერიკაში წასვლის და იქ დარჩენის შესახებ.
მოგვიანებით ნაზის განცხადებას მაია სვიანაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას უპასუხა:
„შვებულებაში ვიყავი და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შემდგომ განცხადება დავწერე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ შვებულების მერე უფლებამოსილება შემეწყვიტა.
რა თქმა უნდა, იცოდნენ, დაუკითხავად საქმეებს ხომ არ დავყრიდი? რა თქმა უნდა, საქმეები გადავაბარე. შვებულებაში გავედი, მაგრამ ყველაფერი დავტოვე წესრიგში, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმნილიყო. ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ, რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ ცხოვრობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. „ოჯახის გაერთიანება“ მაქვს გაკეთებული და არალეგალურად არ დავრჩენილვარ. შვილთან წავედი საცხოვრებლად. სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, შვილთან გადავედი საცხოვრებლად, იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი. ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად აქ წამოვსულიყავი. მოსამართლე ვარ და კარგად ვიცი, ჩვენ ასე არ ვყრით საქმეებს, ყველაფერი მოწესრიგებულია, განცხადება დავწერე და იცოდნენ, რომ მე წასვლას ვაპირებდი. ეს დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა, დღეს და გუშინ არ გადამიწყვიტავს“
წასვლას თუ აპირებდა და ყველა საქმე მოწესრიგებული დატოვა, რა საჭირო იყო კიდევ ქართული ბიუჯეტის ხარჯზე ჯერ შვებულების აღება და შემდგომ დაწერა განცხადების, ამაზე ყოფილი მოსამართლე არ საუბრობს. ასევე არ საუბრობს იმაზეც, როგორც დაასწრო ყველას ნაზი ჯანეზაშვილი მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება!
გაიქცა, თუ წავიდა? – ეს ის კითხვაა, რომელიც საზოგადოებას აქვს და მოსამართლის გვერდზე კომენტარებში წერენ:
“გაქცევა არ შველის საქმეს, ხმა უნდა ნამოიღოთ და თქვათ, რატომ მიხვედით ამ ზომამდე, რომ გაქცევა მოგიწიათ.”
“სამართლიანობის პიკი როა მაგიტო წავიდა.”
“წარმატებები ყველა საქმეში,, საცა არა სჯობს გაცლა სჯობს”
“მოსამართლე რომ გაიქცევა ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ?”
“დანარჩენი კოლეგებიც წაგეყვანა და ჩვენც დავისვენებდით ბარემ…”
კომენტარები