შვედეთი მზადაა, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გაიგზავნოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა ისაუბრა.
“ჩვენ ღია ვართ ამისათვის და მჭიდრო დიალოგში ვართ უპირველეს ყოვლისა გერმანიასთან”, – თქვა ჯონსონმა.
დახმარების ბოლო პაკეტში შვედეთი გეგმავს, უკრაინას Archer -ის საარტილერიო სისტემა გადასცეს.
ტანკების გადაცემის პირობა დადო ესპანეთმაც. პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი დღეს კიევშიც ჩავიდა.
გარდა ამისა, Leopard 2-ის 2 ერთეული ტანკის უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს ფინეთიც.
კომენტარები