შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Handelsbanken 21 მარტიდან საქართველოს მიმართულებით გადარიცხვებს აჩერებს. ინფორმაციას On.ge ავრცელებს და წერს, რომ ბანკში ეს დაუდასტურეს. მედია კომპანიის პასუხს აქვეყნებს:
“Handelsbanken საქართველოში უცხოური გადახდების შესაძლებლობას ზღუდავს. ცვლილებების მიზეზი უკრაინაში არსებული ვითარებაა. იქიდან გამომდინარე, რომ სანქცირებულ ქვეყნებში ტრანზიტული გადარიცხვების გაზრდილ რისკს ვხედავთ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რათა დავრწმუნდეთ, რომ სანქციების შესრულებასთან თანხვედრაში ვართ”
როგორც ბანკში ამბობენ, ეს შეზღუდვა საქართველოსთან ერთად სომხეთსაც შეეხება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს შვედეთიდან საქართველოში 10,4 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარში შვედეთიდან საქართველოში გზავნილების მოცულობამ $658 ათასი, ხოლო თებერვალში $630 ათასი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი კი, წერს, რომ “ბანკები კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებებს შიდა პოლიტიკის საფუძველზე იღებენ. ამის მაგალითია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია შვედეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიერ საქართველოს მიმართულებით ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ შვედეთის რიგი სხვა ბანკები, ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ს საფინანსო ინსტიტუტები გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ”
კომენტარები