შვეიცარიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე გარემოსდაცვი 3 ინიციატივისა და კლიმატის დაცვის შესახებ კანონს მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტი მოსახლეობის 51.6 პროცენტმა უარყო.
რამდენიმე წლის განმავლობაში, კანონპროექტს ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი ამზადებდა. დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის ქვეყანას ნახშირორჟანგის ყოველწლიური გამოყოფა მინიმუმამდე უნდა შეემცირებინა.
ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასები უნდა გაზრდილიყო. ასევე, მოიმატებდა ავიაკომპანიის ბილეთების ფასებიც.
ამ დროისათვის უცნობია, როგორ გეგმავს შვეიცარია პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
კომენტარები