სოციალურ ქსელში, პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ბევრი ხუმრობა მოჰყვა, გთავაზობთ რამდენიმეს:
“ახლა გაირკვევა, რო არც ერთი უმუშევარი არ გვყავდა კორონამდე”
“გამპრავებლებს გაუპროტესტებიათ (შიდა კლასტერში) – რა არი 200 ლარს ჩვენ არ გვიხდით და რა უნამუსობააო…. ზევიდან უთქვიათ – ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, თუ არ გაწყობთ გაა@ვითო.”
“გახარიას როგორ და სად შეიჭრა თმები ეს მაინც ეთქვა, არ დავეძებ დახმარებას”
“მოვუსმინე გახარიას, მერე წავიკითხე გამოსვლა ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ, მერე მარჯვნიდან მარცხნივ. მაინც არაფერი დახმარება შემხვდა”
“არც ერთი შეღავათი არ მომერგო და ყვავილები მაინც მაჩუქეთ”
“საგულაო ფული სად არისო?! ჯერ არ უთქვამთ?”
“არჩევნების წინ გვეტყვიან 41 თუ არ მოხაზავთ კუბოებს ვერ დავითვლით და თუ შემოხაზავთ 200 ლარს დაგირიგებთო…”
“შვიდი დახმარება მესროლა გახარიამ და შვიდივე ამაცილა”
“ბატონო პრემიერო, მიპასუხეთ – @ოზებს რა გვეშველება?”
და ბოლოს, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება კიდევ ერთი სქრინი, მოქალაქეები წერენ:
“ამ გეგმის გამო ვისხედით სახლში?”
“ეს ის მძლავრი გეგმაა, თუ კიდევ კარგად უნდა ვისხდეთ და მერე იქნება მძლავრი გეგმა?”
“ქალბატონო პრეზიდენტო, მოკრუხდი უკვე და კვერცხები მაინც შემომაწოდეთ, დავჯდებოდი, ბარემ კეთილ საქმეს გავაკეთებდი, თორემ, ანტიკრიზისული გეგმა მაბოროტებს…”
კომენტარები