“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ჟურნალისტებთან ამბობს:
“მოვინახულეთ ელენე, აშაკარად ეტყობა სისუსტე. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ზოგადად, ქვეყანაშია მძიმე მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო მძიმდება იმ განცხადებების ფონზე, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. კობახიძისგან გარდა სიტუაციის გამწვავებისა, სხვა არანაირი გზავნილი არ იყო. სამწუხაროდ, ტყუილი არის მათი სტანდარტი. აქ ვიყავი და შვილები ურეკავდნენ ელენეს, როგორი შეშინებულები იყვნენ იმ განცხადების მერე, რაც გააკეთა კობახიძემ, რომ თითქოს ვიღაც გეგმავს ელენეს მოწამვლას. ხომ არ შეიძლება ხელისუფლებამ გადააბიჯო ყველა სტანდარტს, ზღვარს, ჭორიკანად იქცე, გამოიგონო ტყუილი და ამაზე იყოს მერე საუბარი.
როცა პოლიტიკაში ხარ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხარ, იმაზე მაინც ხომ უნდა ფიქრობდე, რომ ამ ადამიანებს ოჯახის წევრები ჰყავთ, რომლებიც ნერვიულობენ ყველა მსგავსი განცხადების გამო. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი, როგორიც იყო მათგან, რომ ვიღაც ვიღაცის მკვლელობას აპირებს, ჯერ ჟურნალისტის, მერე ოპოზიციონერის, მერე ელენეს მოწამვლას აპირებენო, ასე ხომ არ შეიძლება?! კონკრეტული ფაქტების გარეშე გამოსვლა და დაბრეხვება რაღაც თემის, ოღონდ “შენი გაისწორო”, უხეშად რომ ვთქვათ. ამაზე უნდა გვქონდეს მკაცრი და მკაფიო პასუხი.”
კომენტარები