„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, ეკითხება:
ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ნაცმოძრაობის ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ქვია. რას ეტყვით თქვენ შვილებსო, ჩემ შვილებს მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში, სხვისი დავალებები არ მიმიღია, არ მივიღებ არასდროს, ამას ვეტყვი ჩემ შვილებვს და მათ თავს დავუფიცებ რომ ეს ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი.
რაც შეეხება კითხვას, თქვენი წინა მოსაზრებები გასაგებია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, დღეს, თუ შეიძლება ქართველ ხალხს მიმართოთ და უთხრათ – რა მოცემულობა გვაქვს, რას ფიქრობთ, ახლა მაინც დაგვიკონკრეტეთ რაშია საქმე, იმსახურებს თუ არა ქვეყანა არსებული მოცემულობით კანდიდატის სტატუსს.
“80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ… რას აუხსნით თქვენ შვილებს?” – სალომე ზურაბიშვილი
კომენტარები