უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო წერ:
“კიდევ ერთი ძალიან მაგარი ადამიანი დაკარგა საქართველომ…
მე ის ჩემმა მეგობარმა შორენა მირცხულავამ გამაცნო, მისი შვილის საფლავთან და დღემდე არ მავიწყდება მისი სახე…
ადამიანი, რომელიც როგორც შორენა ამბობს ძალიან ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ასევე მისი გარდაცვლილი შვილიც….
არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ყველას გული ვერ უძლებს ტრაგედიას….
უფალმა დაუკვიდროს სასუფეველი და ყველა მისი სიკეთისთვის აცხონოს….
ძალიან მეწყინა, ვუთანაგრძნობ ოჯახს ასეთი კარგი ადამიანის ასეთ ადრეულ ასაკში გარდაცვალებას…
თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს საქართველოს პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
დეპუტატის საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები მუშაობენ. ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე შსს კომენტარს არ აკეთებს.
ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო.
2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია. მას დაუმორჩილებლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ბექა ხახუბია საკუთარი ავტომობილით შეეჯახა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პოლიციელი და მათ პატიმრობა მიუსაჯა.”
კომენტარები