ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მშობელმა უნდა მოუაროს შვილს და შვილმა მშობელს. ეს არის აქსიომა მაგრამ!
ყოველ კერძო შემთხვევაზე ამდენი აგრესია არაა ჯანსაღი რეაქცია. არავინ ვიცით ოჯახში შიგნით რა ხდება და როგორ. არც ის ვიცით, იქნებ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში თავად იმ მშობელს ურჩევნია ის, რის გამოც შვილს ულანძღავთ. ან ასე ზოგადი ინფორმაციის საფუძველზე როგორ აძლევთ თავს სხვისი ლანძღვის უფლებას? ეს რა დაუოკებელი მიდრეკილების ვირუსი შეგვიჩნდა ყურმოკრულზე ეგრევე ვიღაცის ლანძღვის?!
მე პირადად მზარავს ეგოისტი ადამიანები. ეგოისტი მშობლები განსაკუთრებით. და თუ სიბერეში (ისე ვამბობ, თითქოს ძალიან შორს იყოს) რაიმე ისეთი დაავადება აღმომაჩნდება, რომლითაც სახლის პირობებში ყველას დისკომფორტს შევუქმნი (და ეს თავად ყველაზე დიდ დისკომფორტს შემიქმნის, თუ სრულ ჭკუაზე ვიქენი), მირჩევნია იმ კლინიკაში, თუ პანსიონატში მომათავსონ, სადაც ამისთვის ყველანაირი პირობებია.
არანაირი იდეაფიქსი არ მაქვს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს (თუ მეყოლება) 24 საათი ჩემს ტანჯვას ვაყურებინო. და სულ არ მაინტერესებს ვიღაცისთვის ეს თუ მიუღებელი იქნება. ისე, იქნებ მაქამდე ჩვენი ქართული ცნობიერებაც მივიდეს იმ აზრამდე, რომ თუ მშობლის საავადმყოფოში მოთავება და მკურნალობა კარგი შვილობაა (პატივს სცემს, კარგ საავადმყოფოში დააწვინა, იქ არაფერს აკლებენ და ა.შ), შესაბამის პანსიონატში მშობლის მოთავსებაც იგივე პატივისცემა და მოვლაა და არა სახლიდან გაგდება.
შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ნება თქვენია. მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება – პათეტიკისგან და ლოზუნგებისგან დამინდეთ.”
კომენტარები