მალხაზ მაჩალიკაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს პასუხობს, რომელმაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო გააკრიტიკა:
“ქალბატონო სოფო კილაძე არ ვიცი რა თანამდეობას იკავებ დღევანდელ სამარცხვინო გუნდში არც მაინტერესებს არც დავინტერესებულვარ ერთი რამ ცხადია ადამიანის უფლებებზე საუბრობ რაც თქვენგან აქედან ალიასკამდე შორია ადამიანი და მისი უფლებები თქვენ ეს სულ არ გაინტერესებთ.
ეს სასაცილო თქვენი განცხადება სამარცხვინოც კი 900 დღე ღამის განმავლობაში ჩემი პირადი ჩემი ახლობლების უფლებები რომ ითელება თვალთ გაკლია?
არა შვილმკვდარ არამედ, შვილმოკლულ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებები რომ ითელება ეს არაფერი გეკითხები ქალბატონო?
გახრწნილი მედია ტვ იმედი ერთხელ ქარტიამ რომ გაამტყუნა ესეც არაფერს ნიშნავს, იმედის ტყუილები თქვენთვის?
სახელმწიფოს მიერ მოკლულ ბავშვის უფლებებს სამარეშიც რომ თელავენ ეს არაფერს ნიშნავს შენთვის?
მთელი “ქართული ოცნების” გუნდის უმეტეს წილი რომ ჩემს უფლებებს ანადგურებს ეს არაფერს ნიშნავს შენთვის!
ერთს გეტყვი არვიცი რისი დამცველი ხარ მაგრამ ერთი ვიცი შენ გული არ გიდევს ადამიანური ამაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული.
მაპატიე ქალბატონო უფლებების დამცველო თუ რამე გადავაჭარბე”
კომენტარები