პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში აქციის იმ მონაწილეს მიმართავს, ვინც 7 ნოემბერი ახსენა:
,,შვილო!
7 ნოემბერს როგორ უსურვებ ადამიანებს?
შენ ხომ არ იცი რამდენი ოჯახი გააუბედურა შვიდმა ნოემბერმა?
შენ ხომ არ იცი რამდენი გადააგვარა?
შენ ხომ არ იცი რამდენი სიცოცხლე გაანადგურა?
შვილო! მე არ მეგონა და თურმე იცი რაც იყო 7 ნოემბერი და მაინც მანდ დგახარ?
ისე, ბევრმა სამსახურიც და ფულიც იშოვა!
ხოდა მოდი შვილო, თუ მაინც ვინმეს გინდა უსურვო, სხვა კამერებს უსურვე
7 ნოემბერი იმათ გაუხარდებათ!
შენს ზონდერ ლიდერებს ჰკითხე რომელ კამერებს, ზუსტად იციან!
P.S. არ მოგნიშნავთ არც ერთ ჟურნალისტს, რომელთა ტელევიზიების მაყურებელი ბავშვები! ბავშვები! 7 ნოემბერს გვისურვებენ!
თქვენ იცით ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება!
ეს უკვე სცდება პოლიტიკას, ზუსტად იცით რასაც ვგულოსხმობ!
თქვენი ხმა არ მესმის!”
კომენტარები