შვრია ძალიან მნიშვნელოვანი მარცვლეულია ადამიანის ორგანიზმისთვის, ის გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ და ასევე, არაერთი დაავადების პრევენციისთვის.
შვრიის ერთი–ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ დამუშავებისას, სხვა გაწმენდილი მარცვლეულისგან განსხვავებით, ინარჩუნებს ნუტრიენტებით მდიდარ გარსს.
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ შვრია!
1. ბიოტინი, თუთია, სპილენძი
შვრიის 40 გ ფანტელი დაახლოებით 7,8 მკგ ბიოტინს შეიცავს, რაც სადღეღამისო ნორმის მეოთხედია. ბიოტინი, იგივე ვიტამინი B7, B8 ან H, სილამაზეს, სიჯანსაღეს და სიმტკიცეს უნარჩუნებს თმას, კანსა და ფრჩხილებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოტინით მდიდარი საკვების მიღება თუთიასთან ერთად თმის ცვენის დროს, ამ მხრივ კი შვრია ნამდვილი საგანძურია: 100 გ მარცვალი იმდენ თუთიას შეიცავს, რომ სადღეღამისო ნორმის თითქმის ნახევარს ფარავს. შვრიაში უხვადაა სპილენძიც. ის ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტანის წარმოქმნას, რითაც შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
2. B 1 და B 6 ვიტამინები
არც ერთი სხვა მარცვლეული არ შეიცავს იმდენ ვიტამინ B1-ს, რამდენსაც შვრია: 40 გრამში დაახლოებით 0,3 მგ-ია, რაც სადღეღამისო ნორმის მეოთხედია. B1-ისა და B 6-ის, ე.წ. ნერვების ვიტამინების, სულ მცირე ნაკლებობაც კი თავბრუხვევას, დაღლილობას, უძილობას, ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს. ამასთან ერთად, ვიტამინი B1 ნახშირწყლების გადამუშავებაშიც მონაწილეობს. შვრია ვიტამინ B6-ითაც მდიდარია. 100 გრამში დაახლოებით 1 მგ ეს ვიტამინია, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა მარცვლეულში. ვიტამინი B6 უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და სისხლის სიჯანსაღეს, მონაწილეობს ჰემოგლობინის
სინთეზში, ანტისხეულების წარმოქმნასა და სხვა მეტაბოლურ პროცესებში. ასევე, ვიტამინი B6 აუცილებელია ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის სინთეზისთვის.
3. რკინა
40 გ შვრია ორგანიზმს 2,4 მგ რკინას აწვდის. რკინის შემცველობით შვრია ხორცსაც კი სჯობია, ხოლო თუ შვრიის ფანტელს C ვიტამინის წყაროსთან ერთად მიიღებთ, რკინას ისევე კარგად აითვისებს ორგანიზმი, როგორც ხორციდან მიღებულს. ანემიის დროს სპეციალისტები სწორედ შვრიას გვირჩევენ.
4. მაგნიუმი
40 გ შვრიაში დაახლოებით 60 მგ მაგნიუმია. ეს ელემენტი მრავალ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს.
5. სილიციუმი
ბევრმა არ იცის, რომ სილიციუმი მარცვლის გარეთა შრეებში იმალება და დამუშავებისას, გაფცქვნისას, სილიციუმი იკარგება, შვრიის ფანტელში კი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, გაუფცქვნელი მარცვლისგანაა მომზადებული, სილიციუმი მთლიანად ნარჩუნდება. 100 გ ფანტელში ის 11 მგ-ია. სილიციუმი უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს და ელასტიკურობას, რაც ცელულიტის განვითარების ალბათობას ამცირებს. სილიციუმი ძვლებისა და ხრტილების
ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. და ის ხშირად შეაქვთ კვების რაციონში ოსტეოპოროზისა და ართროზის დაავადების დროს. სილიციუმს ორგანიზმი ალუმინის განსამუხტავად იყენებს, რითაც დიდ სამსახურს უწევს ტვინს, რადგან ტვინში ალუმინის დაგროვება, სხვა მავნე ეფექტებთან ერთად, ხელს უწყობს დესტრუქციული კერების წარმოქმნას ალცჰაიმერის დაავადების დროს.
6. ნახშირწყლების საუკეთესო კომბინაცია
40 გ შვრია დაახლოებით 4 გ უჯრედისს შეიცავს, თანაც საუკეთესოდ დაბალანსებული ფორმით: ნახევარს – ხსნადი, ნახევარს კი უხსნელი უჯრედისის სახით. უჯრედისისა და ცილების კარგად დაბალანსებული კომბინაციის წყალობით შვრიის მარცვლები ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა. ის დიდი ხნით ანაყრებს, ამიტომ საუკეთესო საკვებია სპორტსმენებისთვის.
7. დიაბეტისა და ინსულინირეზისტენტობის საწინააღმდეგოდ
შვრიის ხსნადი უჯრედისი მაგნიუმთან ერთად ისე კარგად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რომ დიაბეტიან და ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანების კვების რაციონში ძალიან ხშირად შეჰყავთ შვრია.
8. ბეტა გლუკანი
შვრიაში შემავალი სასარგებლო ხსნადი ბოჭკოს დიდი ნაწილი ბეტა გლუკანია. ის ააქტიურებს ანთების გამომწვევ მიკროორგანიზმებთან მებრძოლი იმუნური უჯრედების მოქმედებას. შესაბამისად, შვრიას ანთებასაწინააღმდეგო მოქმედებაც ახასიათებს. გარდა ამისა, ბეტა გლუკანი საგრძნობლად ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს.
9. ცილები
შვრია მდიდარია ცილებით: 50 გრამი მარცვალი დაახლოებით 7,5 გრამ ცილას შეიცავს.
10. ანტიოქსიდანტები
შვრიაში აღმოჩენილი უნიკალური ანტიოქსიდანტი ავენანტრამიდი ხელს უშლის LDL ქოლესტეროლის ოქსიდაციას. სწორედ ოქსიდირებული ქოლესტეროლია ის ცუდი ქოლესტეროლი, რომელიც პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, შვრიის მთავარი ღირსება სწორედ ის უნდა იყოს, რომ მან შეინარჩუნოს ნუტრიენტებით მდიდარი გარსი და ყველა ის თვისება, რაც ასე საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. უნდა მოხდეს მისი სწორად დამუშავება და შენახვა. სწორედ ამიტომ, “ტკბილი ქვეყანა“ განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება შვრიის შეძენას და იმისათვის რომ დაამზადოს შვრიის უგემრიელესი დესერტი, მხოლოდ გერმანული წარმოების შვრიას იყენებს პროდუქციაში და ყოველ ჯერზე გულდასმით ამოწმებს მას ლაბორატორიაში.
გთავაზობთ ორ მარტივ რეცეპტს, შვრიის დესერტის მოსამზადებლად
ბანანის, კივის და შვრიის დესერტი
ინგრედიენტები:
½ ჭიქა შვრიის ფანტელი
½ ჭიქა მაწონი
½ ბანანი პატარა კუბებად დაჭრილი
3-4 საშუალო ზომის კივი დაჭრილი
¼ ჩაის კოვზი დარიჩინი
1 ჩაის კოვზი ჩიას მარცვლები
1-2 ჩაის კოვზი თაფლი დასატკბობად (გემოვნებით)
2-3 თხილი ან ნუში (გემოვნებით)
მომზადების წესი:
ჯამში აურიეთ მაწონი და შვრიის ფანტელები. მოაყარეთ ჩიას მარცვლები, დარიჩინი, დაასხით თაფლი და აურიეთ კარგად. მოაყარეთ ბანანი და კივი და ამოურიეთ კიდევ ერთხელ. გადაიტანეთ ჭიქაში, დაახურეთ თავზე და დატოვეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათი, ოპტიმალურია ღამე მაცივარში გაატაროს. სუფრასთან გატანის წინ მოაყარეთ თხილი ან ნუში.
შვრიის ნამცხვრის რეცეპტი:
ინგრედიენტები:
2 ჭიქა შვრია
0,50 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი 1 ჭიქა შაქარი
100 გრ ზეთი
115 გრ კარაქი
ვანილი
1 ჩაის კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
შვრია ოდნავ მოხალეთ უცხიმოდ, ათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი (ან სოდა) და ვანილი. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ მოხალული შვრიაც. შეგიძლიათ შეაზაოთ გატარებული თხილით, ან ნიგოზით. ცომი დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე გააბრტყელეთ და ლამაზი ფორმებით, ან უბრალოდ, ჭიქის დახმარებით, გამოჭერით პატარ–პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 10–15 წუთით 180 გრადუსზე.
და თუ მაინც არ გაქვთ დრო, თავად მოამზადოთ შვრიის ნამცხვარი სახლში, გახსოვდეთ, ტკბილი ქვეყანა მუდმივად ზრუნავს, რომ ხარისხიანი პროდუქცია, ჩვეული გემოთი ყოველთვის იყოს მზად თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის.
კომენტარები