PSP-ს ინოვაციური პროექტი – პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინშეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის; www.psp.geსაიტზე ან PSP აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტებს მომხმარებელი სასურველ დროს, რიგის და ფარმაცევტთან კონტაქტის გარეშე აიღებს და PSP ლოქერით უფასოდ ისარგებლებს.
ონლაინ შეკვეთისას PSP-ს ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი აირჩევს სასურველ ლოქერს https://psp.ge/locker. ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი SMS-ის სახითმიიღებს დასასკანერებელ ბარკოდს, რომლის ნახვაასევე შეუძლია www.psp.ge საიტის ან აპლიკაციის „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე.
“მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული დახვეწა, ჩვენი კომპანიის ყოველდღიური საზრუნავია. ინოვაციური პროექტი – პირველი ლოქერი ფარმაციაში, PSP-ს მომხმარებელს ონლაინ შოპინგის ახალ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. ლოქერით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, აღარ არის საჭირო კონკრეტულ მისამართზე კურიერს დაელოდო, ან აფთიაქში რიგში დადგე და ამასთან, ლოქერის მომსახურება სრულიად უფასოა“- აცხადებენ PSP-ში.
შეიძინეთ ონლაინ psp.ge-დან შერჩეული პროდუქტები, აირჩიეთ ლოქერი სასურველ მისმართზე და აიღეთ შეკვეთა 10 წამში ურიგოდ და უკონტაქტოდ.
(R)
კომენტარები