„ჩოკოლინო“ – დამზადებულია სიყვარულით
დღევანდელ სამომხმარებლო ბაზარზე, რომელიც გაჯერებულია უცხოური საკონდიტრო ნაწარმით, ნამდვილად მისასალმებელია ქართული ტკბილეულის ასორტიმენტში სიახლეების აღმოჩენა. შოკოლადის კრემი თხილით “ჩოკოლინო”- ეს ყველასათვის საყვარელი პროდუქტი საკონდიტრო კომპანია “სანდომის” წარმოებით სხვადასხვა საუბნო მაღაზიებსა და ქსელურ მარკეტებში უკვე გამოჩნდა და მოწონებაც დაიმსახურა.
საკონდიტრო კომპანია “სანდომის” მრავალპროფილიანი საწარმო, რომელშიც ISO ხარისხის სტანდარტებია დანერგილი, უკვე 2011 წლიდან აწარმოებს, როგორც ფხვიერი ნამცხვრების, ასევე შოკოლადიანი ტკბილეულის ფართო ასორტიმენტს. საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს „სანდომის“ კუთვნილი ლაბორატორია, სადაც მოწმდება როგორც ნედლეული, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, “სანდომი” მუდმივად ანახლებს ასორტიმენტს, მუშაობენ ახალ რეცეპტურებზე, მაქსიმალურად იკვლევენ მომხმარებლის მოთხოვნებს, ორიენტირება ხდება იმ ფაქტორზეც, რომ ფასები იყოს შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომი, და ამასათანავე ხარისხი მაქსიმალურად კონტროლდებოდეს.
„სანდომის“ სიახლე – შოკოლადის კრემი თხილით “ჩოკოლინო” – როგორც „სანდომის“ სხვა პროდუქცია, მომხმარებელთან შესახვედრად მაქსიმალური მონდომებითა და სიყვარულით არის დამზადებული.
®
კომენტარები