ცელსიუსი-ბელიაშვილზე
“ალიას” ესაუბრება ია კაკუტია, კომპანია “ცელსიუსის” თბილისი – ბელიაშვილის ფილიალის მენეჯერი
ცელსიუსი გათბობა-გაგრილების კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ის არისტონის ოფიციალური წარმომადგენელია და მასთან ერთად ახალი ექსკლუზივებითაც შემოდის ბაზარზე. ამჯერად ბელიაშვილს ვესტუმრეთ ახლოდან გასაცნობად.
–ია, მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ.
–გამარჯობა, მე ვარ ია კაკუტია – ცელსიუსის ბელიაშვილის ფილიალის მენეჯერი, დაახლოებით 10 წელია ვმუშაობ გათბობა-გაგრილების სისტემებში. მაქვს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. მას შემდეგ, რაც კომპანია „ცელსიუსი“ გახდა არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სიამოვნებით შემოვუერთდი ცელსიუსის გუნდს.
–როგორია ცელსიუსის თქვენი გუნდი. რამდენად მარტივია მამაკაცების გარემოცვაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობა?
–საბედნიეროდ, ძალიან კარგი გუნდი მყავს. ყოველთვის შეთანხმებულად ვმუშაობთ და საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს მამაკაცებთან გუნდური მუშაობა. ამისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ.
–მომხმარებელი ძირითადად სათაო ოფისთან კომუნიკაციას არჩევს ხოლმე, ხვდებით, თუ არა, სირთულეებს ამ მიმართულებით.
–ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქნათ და კმაყოფილი იყოს. როგორც სათაო მაღაზიას, მომართვიანობა მაღალია, შესაბამისად სირთულეებიც ბუნებრივია. თუმცა, ჩვენთვის ეს პირიქით, გამოწვევაა და ვცდილობთ ოპერატიულად მოვაგვაროთ.
–როგორია თქვენი თვალით დანახული ცელსიუსი ბაზარზე. თვლით თუ არა ლიდერი კომპანიის წევრად თავს.
–რა თქმა უნდა, „ცელსიუსი“ ლიდერი კომპანიაა ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, უამრავი კომპანიაა გათბობა- გაგრილების სფეროში. “ცელსიუსს” დიდი როლი უკავია ამ მიმართულებით. ჩვენ ვართ ლიდერი ბრენდი არისტონით წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. გვაქვს საუკეთესო სერვისი. გვყავს საუკეთესო საპროექტო და სამონტაჟო ჯგუფები და რაც მთავარია პროფესიონალთა გუნდი.
–აქციებით თუ ანებივრებთ ხოლმე მომხმარებელს. თუ არის ისეთი შეთავაზება, რომელიც მუდმივად გაქვთ კომპანიაში?
–დიახ, პერიოდულად სხვადასხვა აქციებს მუდმივად ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. როგორიცაა, უფასო მიტანა, კალკულაცია-პროექტირება მათი ფართის გათვალისწინებით, ასევე გვაქვს აქცია შეცვალე ძველი ახლით. ახლაც ძალიან კარგი აქცია გვაქვს არისტონის გათბობის ქვაბებსა და შიქის ბრენდის კონდიციონერებზე. ბელიაშვილის მაღაზიის შოურუმში წარმოდგენილია ყველა სიახლე და ყველა ის აქცია, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე თვეს, აქცია როგორც წესი ყველას გვახარებს.
–რა რჩევას მისცემდით მომხმარებელს?
–პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის! მინდა ვურჩიო, სწორად შეარჩიონ და დაგეგმონ როგორც გათბობის, ასევე გაგრილების სისტემები, იმისათვის, რომ მიიღონ სასურველი კლიმატი და კომფორტი სახლში. ჩვენთან შეძენით დიდ დანაზოგს გააკეთებენ.
ჩვენ ვთავაზობთ ენერგოეფექტურ პროდუქციას, სწორ პროექტირებას და კომფორტს ნებისმიერ ამინდში.
კომენტარები