„თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ იქნება ურიგო, თუ საპარლამენტო სიაში პარტიებს ყოველი მეოთხე ქალი ეყოლებათ. ეს კობახიძის აზრი არ არის, ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ბევრი ქალბატონი იქნება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიხვდა, რომ მის მიერ პარლამენტში ქუჩიდან შეყრილმა კაცებმა არ გაუმართლეს და ბევრმა უღალატა. ამიტომ, ის ახლა ფსონის გაკეთებას ქალებზე აპირებს და სიაში მოხვედრილთა დიდი პროცენტი ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სადაქალოდან იქნება.“- გვეუბნება ჩვენი წყარო.
პ.ს. დაახლოებით სამი კვირის წინ დავწერეთ, ეჭვი გვაქვს, შემოღებული აკრძალვების და საგანგებო მდგომარეობის დროს, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოში ე.წ. „კანონიერი ქურდები“ შემოვიდნენ თქო და ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, შსს-მ ბოლო ორ კვირაშ, სამი ე.წ. „კანონიერი ქურდის დაკავების შესახებ გამოაცხადა. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ისევ ეს ოხერი ეჭვი გვაქვს, შემოსულებიდან ყველა არ დაუჭერიათ და კარგად დაძებნაა საჭირო, უფრო კარგად. ყველა იმას ამბობს, საქმის ქურდულად გარჩევებმა იმატაო და ეგ გარჩევები „იმათ“ გარეშე როგორ ჩაივლის?!
ანი დვალიშვილი, ალია №23
კომენტარები