საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი თეა წულუკიანს პასუხობს:
“ძალიან არ მინდოდა გელათზე მსჯელობა “შენს დროს“ “ჩემს დროს“ გარჩევამდე დამეყვანა. საპასუხოდ კი სულ ისმის 2008 წელი, „იმ დროს დაწყებული დანაშაულებრივი ექსპერიმენტების“ შესახებ.
„მაშინ დაწყებულის“ თაობაზე სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ ბევრს აღარ გავგრძელებ და მარტივად განვმარტავ, სიცხადის შემოტანის მიზნით:
• დიახ, გელათის პროექტი 2008 წელს დავიწყეთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო რამ იყო.
• დიახ, „მაშინ“ გაკეთდა გელათის აკადემია – რომელიც მაღალხარისხოვანია და დღემდე დამატებითი „ჯეშტებით დალატკვა“ არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გაკეთდა გელათის კომპლექსში შემავალი გაბრიელ ქიქოძის შენობების რესტავრაცია და მას შემდეგ მათაც დამატებითი გადახურვები არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გაკეთდა კომპლექსში შემავალი აღმოსავლეთი კარიჭის რესტავრაცია და მას შემდეგ მასაც დამატებითი სახურავები არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გაკეთდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კრამიტით გადახურვა და მასაც არც კრამიტის გამოცვლა და არც დამატებითი თუნუქი არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გავაკეთეთ “დავითის წყაროს” გუმბათის კრამიტი და გადახურვა და მასაც დღემდე არ დასჭირვებია შეცვლა ან დამატებითი ფენილების მოწყობა.
• დიახ, მაშინ გავაკეთეთ დავით აღმაშენებლის “საფლავსა ზედა კარიბჭე” და მასაც არც სახურავის გამოცვლა დასჭირვებია და არც დამატებითი ფენილები.
• დიახ, მაშინ გავაკეთეთ წმ. გიორგის ეკლესიის ფრესკების კონსერვაცია, რომელიც „თქვენს დროს“ ზიანდება და ცვივა.
• დიახ, მაშინ დავიწყეთ ქვის კონსერვაციის პროექტი გელათში, რომელში ჩადებული შრომაც ბოლო წლების ფასადების რეცხვის გამო დიდწილად წყალში გადიყარა.
ამის შემდეგ:
2014 ში განაახლეთ პროექტი და ახალი ხელისუფლების დროს „გააკეთეთ“:
• წმ. გიორგის ტაძრის კრამიტი და გადახურვა, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.
• დიახ, „ახალ დროს” “გაკეთდა” მთავარი ტაძრის გადახურვები, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.
დიახ “ახალ დროს” ჩაეფინა ისეთი გაუგებარი მასალები ზედა სივრცეებში, რომ ისპობა ძველი მოხატულობა.
ამ პოსტის მერე დაიარეთ “ჩემს დროს” გაკეთებული შენობები და ეგებ სადმე ხვრელი მოძებნოთ სახურავში, სადაც წყალი ჩამოდის და თქვენ არ შეგიკეთებიათ.
აღარ გავაგრძელებ.
მადლობა ყურადღებისათვის”
კომენტარები