სიენენის ინფორმაციით, ნიდერლანდებში რუს ოლიგარქებს საკუთრებაში არსებული 14 სუპერ იახტა ჩამოართვეს.
გამოცემის ცნობით, იახტების ნაწილზე მშენებლობის პროცესი ამჟამად მიმდინარეობდა.
ასევე ქვეყანაში რუსების კუთვნილი 516 მილიონი ევროს აქტივები გაყინეს და 155 მილიონი ევროს ოდენობის ტრანზაქციები დაბლოკეს.
ჩამორთმეული იახტების ზოგიერთ მფლობელს სანქციები არ აქვს დაწესებული, თუმცა საექსპორტო რეგულაციების გამო, რუსეთისთვის გემებისა და იახტების მიწოდება აკრძალულია.
კომენტარები