სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“2 წლის წინ ყველაფერი დავდეთ და საპრეზიდენტო არჩევნები მოვაგებინეთ! დავეტაკეთ სუსის, პოლიციის და ძველი ბიჭების აგრესიას! გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ეს კაცი დაგვეცვა ყველაფრისგან, რასაც მის წინააღმდეგ კადრულობდნენ!
ამ ყველაფრის მერე ბრძოლის ველიდან უბრალოდ გაიპარა! არც კი დაემშვიდობა არავის ისე გაქრა! ახალარჩეული თავმჯდომარე დაიჭირეს, იმ პარტიის შენობა შტურმით აიღეს, რომლის თავმჯდომარეც იყო, აქტივისტებს დღემდე აკავებენ და ტერორში ჰყავთ!
ამ ყველაფერზე ხმა არ ამოუღია! იჯდა და სიგარას ეწეოდა და ვისკის წუპავდა მშვიდად! და დღეს მივიდა და ვითომც არაფერი ისევ დანა დაგვარტყა ზურგში! ხელი მოაწერა შეთანხმებას! ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი, წარსული, მეგობრები, თანამებრძოლები და ა.შ.
ტყუილად არ გეძახდნენ ,,ღრეღორის” თურმე პატივცემულო!”
კომენტარები