უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი არესტოვიჩი, ბელგოროდში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს:
“დილიდან საუბრობენ, რომ ბელგოროდში რაღაც ფეთქდება, იწვის, რაღაც პანიკაა და ა.შ. რა მინდა გითხრათ ბელგოროდზე: – უკრაინის სამხედრო ძალები ყველა ღონეს ხმარობს დაიცვას უკრაინა, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა მსოფლიოში. ჩვენ საბრძოლო მოქმედებები გვაქვს ჩვენ ტერიტორიაზე, ის, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ხელმისუფლების პასუხისმგებლობაა. მათი გასარკვევია, რა ხდება ბელგოროდში. შეიძლება ვინმემ სიგარეტი მოწია, ცუდ ადგილას, იქნებ რუსი სამხედროების საბოტაჟია, არ სურთ უკრაინას დაესხან თავს… ყველა შემთხვევაში, ყველაფერზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება.”
კომენტარები