ეკონომიკის ექსპერტი, გიგა ბედინეიშვილი, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სიღარიბემ ჩვენს ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
“სიღარიბის დონის განსაზღვრა ძალიან რთულია და მე, მაგალითად, არ ვენდობი ამ მაჩვენებელს. მაღალი ინფლაცია აუარესებს ადამიანის ყოფას. ეს არის ეკონომიკური ჭეშმარიტება. და როგორი ინფლაცია გვაქვს? ერთი წელია, 13 14 %-იანი ინფლაცია გვაქვს.
ხელოვნურად შეკოწიწებული მანიპულირებული პარამეტრების საფუძველზე რაღაცა სიამაყე მინიმუმ გულუბრყვილობაა, მაქსიმუმ კი უსინდისობა. არსებობს ობიექტური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც საამაყო არაფერი გვაქვს.სიღარიბის დონე 17,5%-ზეა ჩამოსული – განაცხადა დღეს იმ ქვეყნის მეთაურმა, სადაც სოციალურად დაუცველთა რიცხვმა უკვე დიდი ხანია, 600 ათასს გადააჭარბა, ათი ათასობით ბავშვი კი უკიდურესი გაჭირვების გამო სკოლაში ვერ დადის. გარდა ამისა, ღარიბაშვილი განმარტებით საქართველოში უპრეცენდენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.”
კომენტარები