ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“სიგიჟეა ის რაც ვქენი.. და ეს ყველაფერი მევლუდ მელაძის, ამ კაცის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით მეტჯერ აღარ ვიზამ.
ქალებო გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში.
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ”,_ წერს ირინა ონაშვილი.
შეგახსენებთ, მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კომენტარები