ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა:
„კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული, რაც არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, რაც მოქმედებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყველა მინისტრი არის პოლიტიკოსი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და სახალხო ლეგიტიმაცია. ამ მთავრობაში მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, ასევე მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის „სირცხვილიას“ ლიდერებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა, ეს არის პირდაპირი დარღვევა იმ კონსტიტუციური წესრიგის, რომელიც არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.
ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას. ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას და რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით ჩვენ, რომელიც იყო 1992 წელს“
კომენტარები