ინფექციური საავადმყოფოს პიარსამსახურის უფროსი, გიორგი ბერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე კორონავირუსი დავამარცხე!
დღეს უკვე სამსახურში და ისევ ჩვეულ რეჟიმში ვარ! დამიტოვა სისუსტე, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, თუმცა როგორც ჩემი ექიმები მაიმედებენ, ყველაფერი დროთა განმავლობაში მოწესრიგდება! მადლობა თითოეულ თქვენგანს: ექიმებს, თანამშრომლებს, რეალურ და ფეისბუქ მეგობრებს!…
თანადგომა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ხოლო სიკეთე (კორონაც) გადამდებია…
იყავით ფრთხილად! დაიცავით დისტანცია, ხშირად დაიბანეთ ხელები და ნიღაბის გარეშე არც ერთი ნაბიჯი გადადგათ!”
კომენტარები