ჟურნალისტი, გიორგი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“კი შეიძლება არ მოეწონოს რომ დავწერ მაგრამ მაინც უნდა დავწერო ……
მოკლედ, გუშინ ვიყავი მადაგონში, შემოვიდა ბავშვი (ასე 10-12 წლის ბიჭი, ეტყობოდა რომ სავარაუდოდ მათხოვრობით ირჩენდა თავს) და ასეთი საუბარი წარიმართა ….
– ფული შეგიძლია მომცე?
– ფული რად გინდა?
– საჭმელი უნდა ვიყიდო, მშია და სახლში საჭმელი არ მაქვს
– კარგი, მაშინ საჭმელს გიყიდი, რა გინდა?
– ქათამს მიყიდი?
– კი, გიყიდი
– კოკა-კოლასაც?
– აიღე
– შოკოლადები?
– აიღე შოკოლადებიც
მოკლედ ასე 50-60 ლარის პროდუქტი მოაგროვა და მივიდა სალაროსთან, ხო და ის იყო რომ ბარათი გავუწოდე მოლარეს და მესმის ხმა არ გაატარებინო, მე ვუხდი ამ ბიჭსო (მოკლედ იყო მცირე ჯიკაობა) ხო და იმდენი ქნა გადაიხადა, George Beradze მადლობა მინდა გადაგიხადო რომ იმ ბავშვს დაეხმარე.
სიხარულით მიჰქონდა ის ქათამი სახლში, დედა მომიხარშავსო. სამწუხაროდ ჩვენს გვერდით არიან ბავშვები ვისაც ხორცი, შოკოლადი და კოკა-კოლა ენატრება ……”
კომენტარები