საქსტატმა მონაცემები ნაწილობრივ განაახლა და 2020 წლის მონაცემების ნაწილი გამოაქვეყნა, მათ შორის გარდაცვლილთა რიცხვი, რომელმაც უკვე გამოიწვია მითქმა-მოთქმა და კითხვები.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 50 537 ადამიანი.
2016 წელი – გარდაცვლილი – 50 771 ადამიანი
2017 წელი – გარდაცვლილი – 47 882 ადამიანი
2018 წელი – გარდაცვლილი – 46 524 ადამიანი
2019 წელი – გარდაცვლილი – 46 659 ადამიანი
როგორც ხედავთ, ამ მონაცემის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს გვაქვს – 50 771 ადამიანი.
იყო თუ არა 2016 წელს ქვეყანაში ეპიდემია ე.წ. ქათმის ან ღორის გრიპის გამო? – ეს ის კითხვაა, რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად სვამენ.
„ალია“ შეგახსენებთ, 2020 წლის 31 დეკემბრის ოფიციალური მონაცემით, კორონავირუსით საქართველოში გარდაცვლილი იყო 2 505 ადამიანი.
ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ნაკლები იქნებოდა ავარიისას გარდაცვლილთა ოდენობა, ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით.
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე გარდაცვლილთა რიცხვი 46 500-დან 46 700-მდე მერყეობდა, 2020 წლისთვის – 50 537 გარდაცვალების შემთხვევა (კორონავირუსით გარდაცვლლი 2 505) იმის მანიშნებელია, რომ ზოგადად სიკვდილიანობა გაზრდილა ქვეყანაში ბოლო სამი წლის მანძილზე – 50 537-2 505 = 48 032
რატომ გაიზარდა გარდაცვლილა რიცხვი და რატომ მიუახლოვდა 2016 წლის მონაცემს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს.
აქვე შეგახსენებთ წლებს, როდესაც გარდაცვლილთა რიცხვი 50 ათასს გადასცდა:
2006 – 50 014
2007 – 50 204
2008 – 50 490
2009 – 50 794
2010 – 51 066
სხვათა შორის, სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ სხვა ყველაფერი შემცირდა გასულ წელს –
მოსახლეობის რიცხოვნობა:
2018 წ. – 3 729, 6
2019 – 3 723,5
2020 – 3 716,9
ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა:
2018 – 51 138
2019 – 48 296
2020 – 46 520
ქორწინება:
2018 – 23 202
2019 – 23 285
2020 – 16 359
განქორწინება:
2018 – 10 288
2019 – 11 205
2020 – 7 643
ამ ეტაპზე არ დევს ინფორმაცია მიგრაციის შესახებ.
შეგახსენებთ, ინფორმაციას გარდაცვალებებისა და დაავადებების შესახებ, საქსტატს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აწვდის.
როგორ ეხმაურებიან სტატისტიკურ მონაცემს ადამიანები სოციალურ ქსელში:
მწერალი ალექსანდრე პაიკიძე:
“ყველაზე მკვლელი ვირუსის” , “კუბოები გინდათ?!” “ვერ გადავრჩებით” და ა.შ. შემქმნელებისგან, დადეს როგორც იქნა შარშანდელი სტატისტიკა.2016 წელი ისევ ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა!დანარჩენს თავად ხედავთ!ვინმე შლეგმა არ მითხრათ ოღონდ, ჯანდაცვამ მართა პროცესი და გადაგვარჩინესო! მორჩით ამ მასკარადს, საკმარისია!!!”
ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
“ა ბატონო, სტატისტიკა! სიკვდილი ციფრებში – შესაბამისად პანდემია არ არსებობს და Sეზღუდვები ხელოვნურია!#არაკომენდანტისსაათს“
კომენტარები