კომპოზიტორი და პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს:
“ძალიან ცუდი ჟამი დგას, ძალიან!
ისიც ვიცი რომ უკვდავი არავინაა უფლის გარდა!
ამ ბოლო დროს ბევრი კარგი, კეთილი ხალხი წავიდა და იმდენად იმოქმედა, ვზივარ და ვფიქრობ რა არის ეს ცხოვრება, წამია წამი!
ამიტომ დროა მეტად შევიყვაროთ , მეტად მოვიკითხოთ და მეტად დავაფასოთ სიცოცხლეში ერთმანეთი, სიკვდილის შემდეგ რა აზრი აქვს იმის თქმას, თუ როგორ გვიყვარდა!
ადრე არც მობილური გაგვაჩნდა არც ინტერნეტი, არც შუქი და აღარ ჩამოვთვლი თუმცა უვადო და უანგარო სიყვარული იყო !ყველამ ვიცოდით ვინ სად იყო , როგორ იყო , უჭირდა თუ ულხინდა იმიტომ რომ ვზრუნავდით ერთმანეთზე!
დღეს კი ყველაფერი გვაქვს და სიყვარული გვაკლია, ერთმანეთის სიყვარული!
აქ ამ სივრცეში ვუყურებთ ერთმანეთის მშრალ ფოტოებს , ვუწერთ გულებს და ეს გვგონია მოკითხვა და სიყვარული!
დასანანია, რა კარგი ცხოვრება გაგვივლია !
და დღეს ? დღეს კი ძალიან ცივა!
კომენტარები