პარლამენტარი რომან გოცირიძე:
„სილკნეტი არის უპასუხისმგებლო კომპანია. მესამე დღეა გათიშულია “დოჟდი” “სილკტივიზე” და “გლობალტივიზე”. ეს დაემთხვა “დოჟდის” მიმართ წარმოქმნილ გაუგებრობას, რომელიც მაუწყებლობს ლატვიიდან და სადაც შემოიფარგლნენ მხოლოდ გაფრთხილებით და 10 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით. ვიცით რა საქართველოს ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ამ ტელეკომპანიის მიმართ, პირველივე ეჭვი ჩნდება, ხომ არ გათიშა “სილკნეტმა” მაუწყებლობა ხელისუფლების საამებლად თუ დავალებით. ასეც რომ არ იყოს, კომპანია ვალდებულია აუხსნას მომხმარებელს სიგნალის მიუწოდებლობის მიზეზები, მით უმეტეს, როცა საკითხი ასე მგრძნობიარეა და პოლიტიკური მნიშვნელობის.
ველოდებით “სილკნეტის” განმარტებას, ასევე მარეგულირებლის ჩართვას საკითხის გასარკვევად.“
„სილქნეტი“ „ალიასთან“ აცხადებს:
„უკვე ჩაირთო და „დოჟდის“ მაუწყებლობა მიეწოდებათ „სილქტივის“ და „გლობალ ტივის“ მომხმარებლებს HD ხარისხით“
კომენტარები