ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,სიმართლე გითხრათ ცოტა დამამუნჯა იმ ორმა ღამემ, რაც რუსთაველზე გავატარე. არ ვიცი, სიტყვები მეყოფა თუ არა ზუსტად აღვწერო ის, რაც ვნახე. ის საქართველო ვნახე, რომელიც სადღაც გულში სულ მჯეროდა, რომ არსებობდა, მაგრამ ჯიუტად არსად ჩანდა. ხოდა, გამოჩნდნენ, გამოჩნდნენ!!! ემოციურები და თან რაციონალურები, მშვიდები და თან ბობოქრები. იუმორით, სითამამით, თვითორგანიზების უნარით.
რატომ არ ჩანდნენ აქამდე? ალბათ სწორადაც იქცეოდნენ. ამ ხალხს იდეისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის თავგანწირვა შეუძლია. ქართული პოლიტიკა კი იდეებისგან დიდი ხანია დაცლილია და დაჭაობებული. თავისუფალ თაობას შეუძლებელია ეს ჭაობი აინტერესებდეს. სამწუხაროდ დღევანდელი პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი ამ ჭაობის შემოქმედი ან პირმშოა. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა. ალბათ კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ ამ დღეებზე და იმედია სწორ დასკვნებს გავაკეთებთ.”
კომენტარები