პირველ რიგში მივუსამძიმრებ ოჯახს, ის ბიჭი არის ზეცაში, სამჯერ ვიყავი მკვდარი. მოვიდეს ძიება ნახალოვკაში თუ რამე შეხება ჰქონია ჩემს შვილიშვილს პოლიციასთან, ნებისმიერ უბნელ ქალბატონთან, ბიჭთან თუ ხელი აქვს აწეული. – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუა, გიორგი ხომასურიძე საუბრობს:
„დევნა იყო, სიმართლე ვთქვათ, გამოვეკიდეთო, სამნი გაიქცნენ და გავეკიდეთო, შაქარაშვილი არ უნახავს, ერთი ამირხანაშვილი ნახეს ბუჩქებში, ჩიქოვანმა უთხრა არ უჩხუბიაო ამას, ჩასვეს მანქანაში, წყალი შესთავაზეს, სიგარეტი შესთავაზეს, ჩამოიყავნეს დიდუბეში. 48 კაცი რომ შეიკრიბა მცხეთის, საგურამოს პოლიცია რას აკეთებდა. ჩემი შვილიშვილის ეკლესიურად მყავს გაზრდილი, მიტევება ვასწავლე. გასარჩევად წავიდა, შესარიგებლად და არა საჩხუბრად.
თამუნას რა ვუთხრა, როგორ უნდა მივიდე ჯერ, რანაირად, ქალი რა დღეშია, მე იმ ბიჭზე დღე და ღამე ვლოცულობ. ზეცაშია მისი შვილი, რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლო, მთავარია როგორ იცხოვრებ“, –
წყარო:”პრაიმტაიმი”
კომენტარები