ქართველ-ებრაელი ექიმი, ანა კოლ-შიმშილაშვილი:
“როგორ უნამუსოდ ვეჩვევით ყველაფერს… უნამუსოდ!
ტერაქტების, ომებს…
“ჩემი” პირველი ტერაქტიც მახსოვს ისრაელში, ძალიან დიდხანს მეშინოდა მას მერე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა…
დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეა, ღაზის სექტორიდან კი წუხელს დაიწყეს სამხრეთის დაბომბვა…
იერუსალიმში სინაგოგაში შაბათის ლოცვაზე სასაკლაო მოაწყვეს ამ საღამოს, 7 მოკლეს, სამი მძიმე მდგომარეობაშია…
ამასაც გადავატარებთ, იმიტომ რომ ცხოველები ვართ და მივეჩვიეთ…
უკრაინაში რაც ხდება იმასაც ისე ვუყურებთ როგორც ფილმს, ზოგი უკვე აღარც ვუყურებთ, ზოგიც როგორც ფეხბურთის თამაშზე ვიკითხავთ : “რა ანგარიშია? ” – ზუსტად ასევე ვკითხულობთ:
რაიო , რა სთქვა ი “მათხუარმა” ზელენკომო? ან “მათხუარმა” პუტინმაო? ან “მათხუარმა” ბაიდენმაო?…
ხო და რაიო, რას სთქვა იმ მათხუარმა … რომელმა ერთმა?
მივეჩვიეთ!
და მივაჩვიეთ!
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო! – ასეა ეს!
…
სირცხვილი სამყარო ვართ!”
კომენტარები