დეპუტატი, ვახო მეგრელიშვილი:
“სინამდვილეში, ჩემი აზრით, ბოკერია და ჯაფარა ყველაზე დიდი პრობლემაა. რატომ და წარმოიდგინეთ საკითხები რომ ჩამოწერო, ამაზე რას ფიქრობ, იმაზე რას – ამ ტიპებმა, ამ კითხვების 90%-ზე შეიძლება იგივე პასუხი გასცენ, რასაც შენ და მე. ჩემი პრობლემა იმაშია, რომ ეს ხალხი იმ იდეის დისკრედიტაციას აკეთებს, რასაც ვითომ სიტყვიერად იძახის, მე ეს მაწუხებს. ჩვეულებრივ ადამიანს დეტალებში გარკვევა რთულია მოსთხოვო, რადგან ეს პოლიტიკური თამაშია. შენ გიწევს, რომ პროაქტიულად ადამიანებს შენი აზრი უთხრა და გააგებინო, ვინ ვინაა, რადგან, თუ ვინ ვინაა არ გავარკვიეთ არანაირი პოლიტიკური თამაში ამ ქვეყანაში არ იქნება”.
კომენტარები