მწერალი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
სხვა მხრიდან შევხედოთ და დავინახავთ, რომ სინამდვილეში ძალიან უთანასწორო ბრძოლაა. ოღონდ, ჩვენ სასარგებლოდ:
მათ მხოლოდ ხელკეტები, ფარები და წიწაკის სპრეი აქვთ აქვთ, ჩვენ ერთმანეთი გვყავს;
მათ ზურგს წყლის ჭავლის მანგანა უმაგრებთ, ჩვენ – სიმართლე;
ისინი მხოლოდ ბატონის ბრძანებებს ემორჩილებიან, ჩვენ სინდისის კარნახს მივყვებით;
მათ ამ ქვეყნის ნათელი მომავალი აშინებთ, ჩვენ ნათელი მომავლისა გვწამს;
ისინი ქვეყანას ფულისა და ძალაუფლებისთვის ღალატობენ, ჩვენ საქართველოს გულწრფელად და უანგაროდ ვიცავთ;
მათ მხარეს შავნიღბიანი ხალხია, ჩვენ მხარეს ნათელი გონების ადამიანები დგანან;
გადამწყვეტ მომენტში მათ პრემიის ჩარიცხვისას შემოსული შეტყობინების ხმა ჩაესმით, ჩვენ, მაგალითად, მერაბ კოსტავას სიტყვები…
დღეს და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ყველანი ქუჩაში.
ისინი უნდა ხედავდნენ არა მრავალრიცხოვან აქციას, არამედ გაბრაზებული ხალხის ზღვას.
კომენტარები