საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
სინამდვილეში, ე. წ. ევროპული ღირებულებები არ არსებობს!
არსებობს ინგლისური, ფრანგული, იტალიური, გერმანული, ავსტრიული, ესპანური, პოლონური, ჩეხური, ბულგარული, უნგრული, რუმინული…
ჩვენ გვაქვს ქართული ღირებულებები!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ღირებულებები!
და ევროპის სახელმწიფოებისთვის ამ ღირებულებებით უნდა ვიყოთ მისაღები!
სადმე, რომელიმე გაერთიანებაში მისაღები კი არა, საერთოდ, მისაღები!
საქართველო და იაპონია ალბათ, ვერასდროს ვიქნებით (გაეროს გარდა) სადმე ერთად, – G7 და G20 ჩვენთვის ჯერ ადრეა!
მაგრამ პირადად ჩემთვის იაპონიაა მისაბაძი სახელმწიფო!
ისრაელია მისაბაძი სახელმწიფო!
და როცა გერმანიაზე ან იტალიაზე ვფიქრობ, უპირველესად ჰიტლერი და მუსოლინი არ მახსენდება!
იცით, რატომ?
იმიტომ, რომ გერმანია უფრო მეტია, ვიდრე ჰიტლერი! იტალია უფრო მეტია, ვიდრე მუსოლინი!
საქართველო მეტია!
მეტია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი!
რითიც დავიწყე:
ინგლისში იციან, რომ ინგლისი მეტია!
საფრანგეთში იციან, რომ საფრანგეთი მეტია!
ავსტრიაში იციან, რომ ავსტრია მეტია!
პოლონეთში იციან, რომ პოლონეთი მეტია!
ჩვენ კი ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოა მეტი!
ყველაზე და ყველაფერზე მეტი!
ჩემზე, შენზე და იმაზე მეტი!
ევროპაზე მეტიც!
“შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.”
ოთარ ჭილაძე
კომენტარები