ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე:
“მეგობრებო, სინამდვილეში, მიშამ თქვა ეს:
“რაც შეეხება ჩემს ქეისს, ლავროვმა კვლავ ისაუბრა ჩემზე. სიმონიანმა პერსონალურად გადაუხადა მადლობა პუტინს, ჩემი დაკავებისთვის.
ჩემს საქართველოში ჩამოსვლაზე ფიქრისას, მიუხედავად იმისა რომ შეთქმულების თეორიების გულშემატკივარი არ ვარ, ახლა რომ ვაანალიზებ ფაქტებს, მჯერა რომ მე საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმა. პუტინი უკვე აცხადებს ჩემს დაკავებას გამარჯვებად”.
დააკვირდით, რას ამბობს მიშა: საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმაო. უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილებმაო….
და ვანო რა შუაშია? ამბობს რამეს ვანოზე? არა. იგულისხმება ვანო ამ ტექსტში? ცხადია, არა…
აქვე, ილუსტრაციისთვის, ვდებ “შპიგელის” ინგლისურენოვან, ორიგინალ ციტატას და ვიკიპედიას სქრინს, რომ SBU არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
ამიტომ, ზოგიერთ, ჩემთვის პატივსაცემ პირს, მათ შორის ყოფილ ძალოვნებსა თუ დეპუტატებს, ვთხოვ რომ ვიდრე ადამიანს განაჩენს გამოუტანთ, გადაამოწმეთ ფაქტები…”
კომენტარები