ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მორაგბე მანქანაში დაიწვა ცოლ-შვილთან ერთად. თავდაპირველი ინფორმაციით, მანქანის ავზის აფეთქებას მოჰყვა ტრაგედია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სინამდვილეში, ეს არ იყო მანქანის აფეთქება და ყოფილმა სპორტსმენმა, როუან ბექსტერმა მანქანას, რომელშიც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
31 წლის ქალი, ჰანა ბექსტერი სასწრაფო დახმარების ექიმებმა დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჰანას ოჯახის ინფორმაციით, ბექსტერი ცოლზე დიდი ხნის განმავლობაში ემოციურად ძალადობდა და მუდმივად აკონტროლებდა.
ერთ დღესაც ჰანამ ვეღარ აიტანა ეს ყველაფერი ბექსტერი მიატოვა და შვილებთან ერთად წავიდა. ბექსტერმა კი ვეღარ აიტანა, რომ ის ცოლს ვეღარ აკონტროლებდა. ამის შემდეგ მან სრულად დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი.სავარაუდოა,რომ ასეთი საშინელი ქმედება ბექსტერმა სწორედ ამიტომ ჩაიდინა.
კომენტარები