ირინე გოგოსაშვილი
სინამდვილეში რას ემსახურება სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში? სააკაშვილი ხომ ბუნებით მხდალი, ჰალსტუღიჭამია და ცხვირით მიწის მხვნელი ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც გააცოცხლა, საბჭოური ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და მეტიც, ახალგორის რაიონიც ხურდაში მიაყოლა?
სწორედ სააკაშვილმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა საქართველოს პარლამენტმა დააკანონა ტერმინი ,,ზემო აფხაზეთი“ და მოგვიანებით დალის ხეობა ისე ჩააბარა რუსებს, ტყვიაც არ გავარდნილა, მიუხედავად იქ არსებული შეიარაღებისა და ცოცხალი სამხედრო ძალის არსებობისა!!!
ამ გამიზნულმა ღალატმა განაპირობა ის, რომ საქართველომ ტერიტორიების კიდევ 22% დაკარგა, რომელსაც სააკაშვილმა ,,ქვების გროვა“ უწოდა!!!
იქამდე კი იყო 2003 წლის 23 ნოემბერი……დღე ვარდების რევოლუციად მონათლული, სინამდვილეში კი ხელისუფლების ხავერდოვნად გადაცემის ნათელი მაგალითი!!!
კარგად გავიხსენოთ, ვინ სტუმრობდა იმ დროს საქართველოს და ვინ ედგა გვერდით სააკაშვილს გამარჯვების ზეიმზე?
რასაკვირველია რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ივანოვი და არსად სჩანდა ამერიკის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, რომელიც მოგვიანებით სწორედ რუსეთში დაინიშნა ამერიკის ელჩად!!! (როგორი შემთხვევითობაა, არააა?)
სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტიც, სწორედ რუსეთში განხორციელდა და ეს მაშინ, როცა ყველას არწმუნებდნენ – მიშა ხელისუფლებაში ამერიკის ხელშეწყობით მოვიდა, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსია და იმიტომო!!!
რუსული პრესა აღფრთოვანებული წერდა მასზე, მეტიც გაზეთი ,,იზვესტია“, 2004 წლის თებერვალში სააკაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს ცაში აჰყავს ვლადიმერ პუტინი და შემდეგი დითირამბებით მოიხსენიებს:
,,რასაც დამპირდა შეასრულა, ის სიტყვის კაცია!!“ მოსკოვი ერთადერთი ქალაქია, სადაც თავს ყველაზე კომპორტულად და დაცულად ვგრძნობ!!“ ვლადიმირ ვლადიმეროვიჩს სანდომიანი თვალები და ვაჟკაცური მზერა აქვს, ის მსოფლიო ლიდერია“ და ა.შ, ა.შ…..
,,დასავლეთის მიერ“ გაპრეზიდენტებულ მიშა სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იწყებს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას და ჯერ ერთადერთი ამერიკული ინვესტიცია ,,თელასი“ მოაშთო – რუსებს მიჰყიდა, ხოლო შემდგომ ერთიმეორის მიყოლებით ყველა ის მსხვილი ბიზნესი გადაულოცა რუსებს, რომელსაც მარტივად-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები ჰქვია, რომლებიც დღემდე არსებობენ საქართველოში და ჩვენით უფრო მეტად მდიდრდებიან!!!
რომ არა რუსეთის ფაქტორი და მფარველობა, შესაძლოა, სააკაშვილი უკრაინაში კი არა, ქართულ პენიტენციალურ დაწესებულებაში 9 წლის წინ შესულიყო, ოღონდაც არა იმ ბრალდებებით რომელიც დღეს აქვს წაყენებული, არამედ უფრო მძიმე სისხლის სამართლის მუხლებით!!!
სააკაშვილი საქართველოში მყარი გარანტიების გარეშე არ შემოვიდოდა და ეს გარანტიები მას რუსეთმა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთდროულად მისცეს!!
მერე, რა რომ დააპატიმრეს? ციხეს 2 კარი აქვს!!! მერე რა, რომ ლაითად შიმშილობს? ჯანმრთელობისთვისაც კარგია და უფრო ყოჩაღად იქნება!!!
მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა აწყობდეს ნაცების მომძლავრება არამხოლოდ თავის პარლამენტში და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ მათთვის ქუჩის მრავალრიცხოვანი აქციებისთვის ,,პადაჩის ასაწევად“?!
საქმე იმაშია და არავინ აქცევს ყურადღებას ახალ გეოპოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა გააჟღერა და რუსეთ ირანმაც კვერი დაუკრა – დაიწყეთ, თვენთან ვართო!!!
,,ქართული ოცნება“ რომელიც იმაზე მეტად უფრო უუნაროა, ვიდრე ეს ჩვენ გგვგონია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის სამხრეთით პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბოს, რის შემდეგაც თავად მოიხსნის პასუხისმგებლობას და დიდი ალბათობით ნაციონალურ მოძრაობას შემოაბრუნებს პოლიტიკურ ველზე, რათა რუსებისთვის სასარგებლო პოლიტიკურმა ძალამ ისეთი ბუფერი შექმნას რუსეთის სამხრეთით, სადაც დასავლური პოლიტიკა და ინტერესები ცხვირსაც ვერ შემოჰყოფს!
ამის დასტურია ის განცხადებები, რომელსაც ვიმეორებ – არად აგდებს ბევრი, არადა გახსენებად ნამდვილად ღირს….
2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020″-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა” ახსენა.
„მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში …. და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს!!!.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდეტმა „კავკასიური პლატფორმის” ინიციატივა , რომელსაც 3+3-ად მოიხსენიებენ, 2020 წლის 10 დეკემბერს გააჟღერა, რასაც მალევე აჰყვა საქართველოს პრეზიდენტი, რასაკვირველია საქართველოს ხილულ თუ უხილავ მმართველთა კარნახით!!!
საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მხრიდან Twitter-ზე მწვავე და კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
„რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს რუსეთისა და ირანისთვის მხარდაჭერას მეტად ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?”, – დაწერა იან კელმა სოციალურ ქსელში!
3+ 3 რეგიონული პლატფორმა კი ასეთია.
1. თურქეთი
2. რუსეთი
3. ირანი
4. აზერბაიჯანი
5.სომხეთი
6. საქართველო
ამ პლატფორმისადმი თანხმობა და აუცილებლობა ზემოთხსენებულმა ქვეყნებმა უკვე ოფიციალურად დაადსტურეს!!!
მხოლოდ საქართველო სდუმს და ამ დუმილში შემოჰყავთ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა, როგორც ეტყობა, ყველა სურვილი ჯერ ვერ აუსრულა!!!
კომენტარები