ნანა სულავა, „ალია“ #34
თავს მხოლოდ ის მოიტყუებს, ვინც პოლიტიკურად უმწიფარია. მათ გასაგონად ვამბობ, მიშა ციხეში კი არა, უსაფრთხო დასასვენებელ სახლშია. მან, როგორც იმპერიალიზმის გავლენის აგენტმა, მიიღო ბრძანება თავისი კურატორებისგან და პოლიტტქნოლოგებისგან და თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან დაბრუნდა, ვისთანაც 2011 წლიდან საჯაროდ და მანამდე ფარულად კოჰაბიტაციაში იყო და არის, რადგან ერთია მათი მორალი და იდეოლოგია. ახლა სააკაშვილმა უნდა შეასრულოს იგივე როლი, რასაც ასრულებს რუსეთში ალექსეი ნავალნი. ეს ის ნავალნია, რომელიც ამბობდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიაო. მიშა არის ნავალნი 2, როგორც ნავალნი არის სარეზერვო პოლიტიკური ძალა რუსეთში, ისეა სააკაშვილიც. იგივე დანიშნულება აქვს მას, რომელსაც დაეკისრება მნიშვნელოვანი ფუნქცია ოცნების რეჟიმის ცვლილებების პერიოდში, როცა მოხდება ხელისუფლების ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკისთვის გადაცემა. სწორედ მაშინ გამოიყვანენ ასპარეზზე, როგორც ყველაზე ოპტიმალურ ალტერნატივას, დასვენებულსა და გაკაჟებულს. აბა, ხან უკრაინის საზღვრებს რომ არღვევდა, ხან კიევის კორპუსების სახურავებზე რომ დარბოდა, ასე დაღლილ-დაქანცულს, ხომ არ შემოიყვანენ ახალი ძალის სახელით? ის დასვენებული უნდა იყოს და წამებულის მანტია უნდა ჰქონდეს მორგებული, თორემ დაღლილი თუ შემოიყვანეს, ეგრევე პოლიტიკური დასვენება მოუწევს. დაუმარხავი პოლიტიკური გვამის შენახვა გაცილებით ძვირი დაუჯდება მის კურატორებს, ვიდრე დღეს უჯდებათ ეს ზნედაცემული პოლიტიკანი. აი, რას გვიყვება „ალიას“ წყარო:
„სააკაშვილის დანიშნულება არის სახელისუფლებო ცვლილებების პერიოდში შექმნას ისეთი მიზიდულობის ცენტრი (ის ხომ ყველა პოლიტიკურ ნაძირალას და გარეწარს მაგნიტივით იზიდავს), რომელიც ეცდება არ დაუშვას რეალური ცვლილებები ქვეყანაში, რომ არ შეიცვალოს ეკონომიკური ბაზისი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზედნაშენი. ლუქსკამერაში იქნება იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დასჭირდება საქმეს, თავისი ამოცანის შესრულებას.“
არჩევნებამდე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, თუ სააკაშვილი თბილისში ჩამოვა, ის უთუოდ შეთანხმებული იქნება „ოცნებასთანო“. ის თავისიანებთან, კოჰაბიტანტებთან ჩამოვიდა. ვინმეს ამაში ეჭვი ხომ არ ეპარება? ვინმემ ან წვრილფეხა ან მსხვილფეხა ნაცს ჟანგიანი გროში დააბრუნებინა? ან საგარეო ვალებზე მოსთხოვა პასუხი? „ნანა სქუა ჩქიმი მიშა“, იძახიან კოლხეთის შემარცხვენლები და ამიტომ სამეგრელოში მიიღო არჩევნებზე ხმების დიდი რაოდენობა. ახლა სამეგრელოში ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, 1995 წელს არჩევნებზე ჯუმბერ პატიაშვილმა ხმების უმრავლესობა რომ მიიღო და შევარდმაძემ გაცილებით ნაკლები, მაგრამ იმჟამინდელმა ცესკომ გააყალბა არჩევნები და შევარდნაძეს დაუწერეს პატიაშვილის მიღებული ხმები. ამიტომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, სააკაშვილის ჩამოსვლიდან დაწყებული და ვითომ დაჭერით დამთავრებული, ერთი დიდი პოლიტიკური სპექტაკლია და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ფსიქოლოგიური ომის ნაწილი. ასე რომ არ ყოფილიყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხნის წინ მიეცემოდა სამართლებრივი შეფასება. როგორც გესტაპო გამოცხადდა დანაშაულებრივ ორგანიზაციად, ისე გამოცხადდებოდა ნაციონალური რეჟიმის რეპრესიული ორგანოები: „სოდი“, „კუდი“, „ფინანსური პოლიცია“ დანაშაულებრივ ორგანიზაციებად და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკრძალული ექნებოდათ მაღალპოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. განსაკუთრებით მათ მიერ აღებული საგარეო ვალების გასტუმრება უნდა დაკისრებოდა ყველას, წვრილფეხა ნაცებიდან დაწყებული, მსხვილფეხა ნაცებით დამთავრებული. ასევე 2012 წლიდან ოცნების მიერ აღებული საგარეო ვალების გადახდა უნდა დაეკისროთ „ოცნების“ ღორ ჩინოვნიკებს და პოლიტიკანებს.
მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება? სადაც უნდა იყვნენ ქოცები და ნაცები, ციხესა თუ ციხის გარეთ, ყველგან სასათბურე პირობებში არიან. გეუბნებით, მიშა ჩამოვიდა „კურორტზე“. ის იქნება კომფორტულ პირობებში. უნდა მოხდეს ქვეყანაში მისი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლის დეტალურად აღწერა: როგორ შემოვიდა, საიდან, ხმელეთით, ზღვით თუ პარაშუტით დაეშვა? როგორ მოხვდა ღრმაღელეში, ვინმე ცომაიას ბინაში? მაგრამ მიშა ამას არ იტყვის. ეს რომ თქვას, მას ისე უნდა მოექცნენ, როგორც ექცეოდნენ მისი ზონდერები ქართველ პატიმრებს. ამას „ოცნების“ რეჟიმი არ გააკეთებს, რადგან ისინი ყველაფერში შეთანხმებულები არიან და მათ აკონტროლებენ მათი კურატორები და პოლიტტექნოლოგები. ძალიან კარგად იცოდნენ, ოთხი დღე სადაც იყო, თორემ შემთხვევით მე რომ გადამყროდა ქუჩაში, რუსთავის ციხის კარამდე ვერ მიმასწრებდა. მისი უსაფრთხოება ოცნებას უზრუნველყოფილი ჰქონდა.
არჩევნების წინა დღეს ვითომ დაიჭირეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ სააკაშვილის გამოთაყვანებული ამომრჩევლის მობილიზაცია მომხდარიყო საარჩევნო ყუთებთან. ახლა ალბათ მიშა ხელსაც მოაწერს თავის ახალ ცოლთან. ასეთი მაგალითების მეტი რა გვინახავს. გიორგი ჭანტურიამ ირინა სარიშვილთან კაგებეს იზოლატორში მოაწერა ხელი. ალბათ, ეგონათ ამით გმირულ ბიოგრაფიას იქმნიდნენ. ჭანტურია არც 9 აპრილის ღამეს ყოფილა მთავრობის სახლთან რუსთაველზე და არც ტელევიზიის შენობასთან, მაგრამ მშობლიური სუკის კედლებში მოაწერა ხელი. სააკაშვილს სანდრასთან პოლიტიკური ქორწინება ჰქონდა. ისინი ცოლ-ქმარი კი არ იყვნენ, არამედ – საჯაშუშო რგოლი. ბუნებრივია, მიშას ასეთივე პოლიტიკური ქორწინება ექნება უკრაინელ ლიზასთან. მიშამ გლეხის ქალი კი არ მოიყვანა ცოლად, უკრაინის რადას წევრი, ანუ უკრაინის დეპუტატი მოიყვანა. თუმცა ახლა მის ცოლს მიშასთან პაემანზე ის დღე არ დაუდგეს, მისი პრეზიდენტობის დროს მისი ზონდერები და ჯალათები ქართველი პატიმარი კაცების ცოლებს რომ აუპატიურებდნენ და მერე რომ შეჰყავდათ ქმრებთან და თან ამ ყველაფერს იწერდნენ, იღებდნენ, რა იცი, რაში დასჭირდებოდათ… მიშა ახალაიას და ქარდავას ციხეში უნდა მოხვედრილიყო, ყველა ის წამება და უბედურება უნდა გამოევლო, რაც ათასობით ადამიანმა გამოიარა და მაშინ ვიტყოდი, სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის მეთქი. ახლა კი თურმე სელფებს იღებენ მასთან ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები და „მესამე პრეზიდენტი დამაკმაყოფილებენ პირობებში“. ჰოდა, არც არასოდეს შევდგებით ქვეყანად, როცა ყველა მაიმუნს, თაღლითს, მტარვალს, მწმებელს, კორუმპირებულ ღორს ეცოდინება, რომ მთავარია თანამდებობაზე მოხვდეს და ყველაფერი ხახვივით შერჩება. და თუ „ზემოთ“ პატრონი ჰყავს, ბუზსაც კი ვერავინ აუფრენს. ჩვენ კიდე ვიაროთ ამ ერთ მოჯადოებულ წრეზე და 20-50 ლარად ყველაფერი დავივიწყოთ, წარსულიც, აწმყოც და არც მომავალზე ვიფიქროთ.
„დააკვირდით, როგორ საეჭვოდ არის ამ თემაზე გაჩუმებული სანდრა რულოვსი. ეს ის ქალი არ არის, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ქმრისთვის ეს შეერჩინა, შეიძლება თვალები დაეთხარა და სხვა ორგანოებიც ზედ მიეყოლებინა. მაგრამა ხლა ეს ყველაფერი საერთო საქმეს სჭირდება და „იქ“ ასე უნდათ, ამიტომაც ქმრის თუ ყოფილი ქმრის მხარდამჭერი განცხადებებიც კი გააკეთა“ – ამბობს წყარო.
მე კიდე ის მახსოვს მწარედ, ამ ვაჟბატონმა ამას წინათ რომ თქვა, მე ისეთი ასაკი მაქვს, ციხის იატაკის ხეხვა სად შემიძლიაო. 75-80 წლის ქალები რომ გყავდა დაჭერილი, 83 წლის კაცი რომ შეაგდე ციხეში, იმათ შეეძლოთ? 2008 წელს, გაგანია რეპრესიული რეჟიმის დროს, „მატროსოვის“ ციხეში შიმშილობის აქცია რომ დავიწყეთ, ამერიკის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, საქართველოში პატიმარი ქალები რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიანო. რას ვერჩი ამერიკას, პირველმა ხომ მან აღიარა, სააკაშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებების დამრღვევი რეჟიმი რომ იყო, თორემ 2005 წელს ბუშმა მიშას დემოკრატიის შუქურა უწოდა.
ახლა, ნუ იკითხავთ, გუბაზ სანიკიძე, დედა, დედა, როგორ ნერვიულობს… იმაზე მეტად, როცა კაკო ასათიანსა და მაგას ედეპეშნიკები დედას აგინებდნენ, გუბაზს კი ურტყამდნენ. ახლა ახალი პატრონი ჰყავს და იმას დასტირის, მიშა პოლიტიკური პატიმარია და შიმშილობსო. მიშა პოლიტიკური ბანდიტია და კი არ შიმშილობს, სამკურნალო დიეტაზეა, რომელიც შენც მოგიხდებოდა. ადექი და გარეთ გამოუცხადე შიმშილობა. ახლა ყველაზე მეტად საიტერესოა ის, რომ თბილისში ჩამოსვლის შესახებ სააკაშვილი მაინდამაინც ეკა ხერხეულიძეს რატომ გაენდო, ამდენ მამალ ნაცში მაინდამაინც ის რატომ ამოარჩია, ალბათ, იმის გამო, რომ პოლიტიკური ქამელეონია. დღემდე არავის გამოუძიებია მისი როლი 1992 წლის 24 ივნისის მოვლენებში, როცა ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვალტერ შურღაია შევიდა პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერებთან ერთად, სადაც ვალტერ შურღაია პოლიტიკურად იქნა მოკლული, ხოლო რამდენიმე ადამიანს იქ შესვლა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამის შემდეგ საქართველოში პუტჩის საწინააღმდეგო მოძრაობა სხვა მიმართულებით წავიდა. ასე რომ, შემთხვევით არ აურჩევია სააკაშვილს ხერხეულიძე.
ყველაფერი ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა, რომ კოჰაბიტანტი სცენარისტები, მსახიობები, რეჟისორები, რომლებიც ასეთ სპექტაკლებს დგამენ, გაიტანონ პოლიტიკური სცენიდან, თორემ სულ ასე იქნება. სპექტაკლები კიდევ ბევრი დაიდგმება, დაჭერობანას თამაშები გაგრძელდება. ახლა იძახიან, სააკაშვილის მიერ უამრავ ჩადენილ დანაშაულს კიდევ საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაემატაო. თუკი რამე მუხლი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ყველა დარღვეული აქვს და ვითომ დაპატიმრებისას ძვირად ღირებული კომფორტული მანქანიდან რომ გადმოიყვანეს, მთელმა ქვეყანამ ნახა, ფეხებს რომ ვერ დგამდა, თუ რატომ, განსაჯონ. ახლაც ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორც მახათას მთაზე, პატრიარქის სავარძელში რომ ჩაებერტყაა და მერე სხვების დახმარებით ადგა სავარძლიდან. ახლაც სხვისი დახმარებით გადმოვიდა მანქანიდან. სამარცხვინო მაწანწალა და მასხარა!
მაგრამ რად გინდა, არჩევნების დღემ აჩვენა, რომ ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და სხვების გამღატაკებელი ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, სააკაშვილი, ეს სისხლიანი მანიაკი, ლამის გმირად გადაიქცა. ბევრს არაფერს აღარ დავამატებ – მხოლოს ერთს ვიტყვი – „ოცნების“ პოლიტიკანებო და ჩინოვნიკებო, თქვენი ნაფერები ცოლები გადამალეთ, მიშა ჩამოგივიდათ!!!