ვადამდელი არჩევნების დიდი იმედი არ გვაქვს და სინამდვილეში ვიწყებთ მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა”
„ვადამდელ არჩევნების, თუ გამოვიდა, ხომ კარგი, მაგრამ დიდი იმედი ამის არ გვაქვს და სინამდვილეში ვიწყებთ მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შეიძლება ვამბობთ ვადამდელ არჩევნებს და ვემზადებით თვითმმართველობისთვის, პირველად ვაჟღერებ მე ამას. ჩვენთვის ახლა მთავარი ორიენტირი სწორედ, თვითმმართველობის არჩევნები. თბილისი მოსაგებია, როცა ვერ იგებ ყველაფერს, უნდა მოიგო იქ, სადაც შეგიძლია. ყველაფერი თუ ვერ მოვიგეთ, არაფერი გვინდა, ამაზე საუბარი სწორი არ არის.
არ ვამბობ, რომ პარლამენტში შეუსვლელობა არის კოშმარი ან პარლამენტში შესვლა არის კოშმარი, ან რომ საერთოდ რომელიმე არის გადარჩენა. საქართველო არც შესვლით გაბრწყინდება და არც შეუსვლელობით.
არ ვამბობ, რომ ერთი გზა არის პრიორიტეტული და მეორეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პარლამენტის შესვლაზე გადის გზა, მაშინ ორივე გზა უნდა იყოს ერთმანეთთან სამართლებრივი და პოლიტიკური, საინფორმაციო უზრუნველყოფით. მაგრამ თუ პარლამენტში შესვლაზე არ გადის გზა, თუ წამყვანი ოპოზიციური ძალა იტყვის, რომ არ შედის პარლამენტში და ისინი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ არიან, მაგალითად, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა შავგულიძე იტყვიან, რომ აგრძელებენ ბრძოლას მეორე ტურში, ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზება ამ სამი ოლქისთვის არ იქნება და მოტივაცია არ ექნება ხალხს“
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები