ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე 2020NEWS“-თან საუბრისას აცხადებს.
„პრაქტიკულად, სომხეთს არ შეუძლია აზერბაიჯანთან ხანგრძლივ ომს გაუძლოს. ამის არც სამხედრო-ტექნიკური და არც ადამიანური რესურსი აქვს. სომხეთს სჭირდება, აზერბაიჯანი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დაიყოლიოს, ამასთან, უნდა დაანახოს მსოფლიო ლიდერებს, იმ შემთხევევაში, თუ აზერბაიჯანი სამშვიდობო მოლაპარაკებას არ დათანხმდება, სომხეთს შეუძლია რეგიონში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას. ამას ნიშნავს მინგეჩაურის წყალსაცავისა და ახლა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე იერიშის მიტანა. ეს არის სომხეთის „სასოწარკვეთილი ჟესტი“, ან ტაქტიკური ჩანაფიქრი.
სომხეთს რომ სდომოდა ნავთობსადენის აფეთქება, მას აქვს ზეზუსტი იარაღი, როგორიცაა ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და სხვა. მცირე რაოდენობით, მაგრამ აქვს. მას შეუძლია მაღალი სიზუსტით ესროლოს მოწინააღმდეგის ობიექტს“
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
უწყების ცნობით, სომხეთმა რაკეტები ესროლა მილსადენის ნაწილს, რომელიც ევლახის რეგიონში გადიოდა. რამდენიმე დღით ადრე კი სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი – მინგეჩაურის წყალსაცავიც დაბომბა.
კომენტარები