ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროსმა შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა ძმამ, ცოტნე გამსახურდიამ სტამბულის კლინიკაში გამოიღვიძა.
სინამდვილეში, კი როგორც „პრაიმტაიმს“ ცოტნე გამსახურდიას, მეუღლემ ანა ჯაბაურმა უამბო, ცოტნეს ორი კვირა ღვიძავს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
„რადგან ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ჩემი აქ შემოსვლით მოიხსნა ინფორმაციის გასაიდუმლოება, ეტყობა კონსტანტინემ ახლა გაიგო. სინამდვილეში საქმე არის ასე: ცოტნე სედაციიდან მოხსენეს ორი კვირის წინ, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში სედაციის რაღაცა დოზა ორგანიზმში რჩება, ამიტომ ცოტნემ გაიღვიძა, თვალები გაახილა ორი კვირის წინ ნელ-ნელა, ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. ახლაც თვალები გახელელი აქვს. დღეს დილიდან ცოტნესთან ვარ საავადმყოფოში, ამ წუთას გამოვედი პალატიდან და ნამდვილად შეინიშნება რეაგირების პატარა ნიშნები. ხელის თითებს ამოძრავებს. მაგალითად, ჩემს შესვლაზე და ხმის გაგონებაზე პატარა ემოციები გამოხატა იმდენად, რომ ექიმებმაც შეამჩნიეს“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ანა ჯაბაური.
ამასთან ანა ჯაბაურის ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურიდია, ანა ჯაბაურს უმალავდა ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და სრულ იზოლაციაში ჰყავდა იგი.
კომენტარები