საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 25% ამბობს, რომ მისთვის ყველაზე სანდო ვაქცინა Pfizer-ია. 8%-სთვის ყველაზე სანდოა ჩინური “სინოფარმი”, 7%-სთვის “ასტრაზენეკა”, 4% კი ყველაზე მეტად ჩინურ “სინოვაკს” ენდობა.
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.
კომენტარები