საფეანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გაოცებული, გამწყრალი, ბრაზნარევი, სასოწარკვეთილი თვალებით იყურებიან დიდებულნი ამავ სოფლისანი და უკვირთ სად არიან ექიმები, ბიოლოგები, მეცნიერები, მკვლევარები, რომლებმაც კაცობრიობა უნდა გადაარჩინონ?!
სირებო მომისმინეთ!
მაშინ, როდესაც თქვენ, ერთ გატანილ გოლში მილიონებს გიხდიდით; მაშინ როდესაც თქვენს ბრენდებში ათასობით დოლარს ვფლანგავდით;
მაშინ, როდესაც სანახაობებისთვის მილიონობით დოლარის გაფლანგვა ფხებზე გვეკიდა – ეს მეცნიერები თვიდან თვემდე მოკრძალებულ ხელფასზე ცხოვრობდნენ.
რატომ?
იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა ვართ გამოსირებული და დღემდე გვიჭირს პრიორიტეტების გადანაწილება.
ყველაზე კარგ შემთხვევაში, ყველაზე კარგ მეცნიერს, 40-50 წლის მოღვაწეობისთვის ნობელის პრემიის სახით ერთ მილიონს ვუხდით და რამდენიმე წუთში ერთი გოლის გამტანსაც. (ეს უბრალოდ მაგალითისთვის. არ იფიქროთ ვინმეზე ნაკლებად მიყვარს ფეხბურთი და რაგბი. კარგი მუსიკა და ფილმი, ან ჩაცმა და დახურვა )
ჰოდა ახლა დავსხდეთ ვუყოროთ საუკეთესო მატჩებს, კინო-ფილმებს, მილიარდელების ფეშენ ტინკიცობებს. მეგა შოუებს. მე შენ გეტყვი და დრო არ გვქვს თუ?
🙂 რა ვქნა ახლა, რამდენიმე კვირის წინ ნაყიდ ბოსის ჰალსტუხზე ხომ ვერ ჩამოვეკიდები?
ესაც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება თუ ჭკუას ვისწავლით. „
კომენტარები