ფოტო – dw.com
სირიაში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, მაჰერ ალ-აგალი მოკლეს.
პენტაგონის ცნობით, მაჰერ ალ-აგალი ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერთა ხუთეულში შედიოდა და პასუხისმგებელი იყო ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე სირიასა და ერაყის გარეთ.
მაჰერ ალ-აგალი, ალეპოს რეგიონში, ქალაქ ჯინდაირისის მახლობლად მაშინ მოკლეს, როცა ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, არსებული ინფორმაციით მისი ერთ-ერთი თანაშემწე მძიმედ დაშავდა.
კომენტარები