3 წლის სირიელი გოგო, რომლის მამამ მას დაბომბვაზე სიცილი ასწავლა, ომს გამოექცა და თურქეთშია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პატარა სალვას და მის მშობლებს საზღვრის გადაკვეთაში თურქეთის მთავრობა დაეხმარა. ოჯახი იდლიბის პროვინციაში ცხოვრობდა.
სალვა და მისი მამა აბდულა ალ-მუჰამედი პოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს თუ როგორ იცინის პატარა გოგო დაბომბვის დროს. შვილის ფსიქოლოგიური ტრავმისგან დასაცავად მუჰამედმა ომის საშინელი ატმოსფერო თამაშად გადააქცია. ყოველი ბომბის ჩამოვარდნაზა, მამა პატარა გოგოს ეუბნებოდა, რომ ეს საზეიმო ფოიერვერკია.
კომენტარები